მოქალაქე, ლექსო სამხარაძე, რომელმაც რუსული კანონის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ თბილისის ქუჩაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მონა უწოდა და აგინა, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა.
ვიდეოში, რომელსაც თავადვე იღებდა და გაავრცელა, სამხარაძე გინებით შეხვდა პარლამენტიდან მომავალ დეპუტატების კოლონას, მოქალაქეს მხოლოდ ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა, რომელმაც მიმდებარე სასურსათო მაღაზიის დახლიდან ფორთოხალი აიღო და ესროლა.
მოგვიანებით, ჯაფარიძე მაღაზიაში დაბრუნდა, მეპატრონეს ბოდიში მოუხადა და ფორთოხლის ღირებულების გადახდა შესთავაზა, მაგრამ წყვილმა, რომელიც მაღაზიას ფლობს, უთხრა, რომ ბოდიში ფორთოხლის გამო კი არა, მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი.