ახალი ამბები

მკრეხელური გამოვლინება – ამილახვარი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

11 იანვარი, 2024 • 831
მკრეხელური გამოვლინება – ამილახვარი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

განათლებისა მინისტრი, გიორგი ამილახვარი მკრეხელობას და ეკლესიაზე თავდასხმას უწოდებს საღებავის შესხმას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული.

გარდა ამისა, მინისტრმა მოიწონა საზოგადოების ნაწილის რეაქცია ამ ფაქტზე.

“მორიგი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედაეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში. თუმცა საზოგადოება არის ბრძენი, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და – რომ არა ჩვენი, პოლიტიკოსების და ხელისუფლების შეფასებაც კი -თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ თავად გასცა პასუხი ამ ადამიანებს და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, იმ ძალიან არაბუნებრივ და არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სამების ტაძარში, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავი 9 იანვარს შეასხეს. აქტივისტ ნატა ფერაძეს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ხატზე საღებავის შესხმის შესახებ, ჯერ სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ, შემდეგ კი პრორუსული ჯგუფის, ალიტინფოს წევრები მის სახლთან შეიკრიბნენ ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით. ასევე, ფერაძის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.

ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი