ახალი ამბები

წვრილმანი ხულიგნობა – სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე გამოძიება დაიწყო

9 იანვარი, 2024 • 1374
წვრილმანი ხულიგნობა – სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე გამოძიება დაიწყო

9 იანვარს სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია ტაძარში განთავსებულ ხატზე, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული. 

დღეს გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ხატს, რომელზეც რამდენიმე დღეა საზოგადოებრივი დისკუსიის თემაა მასზე სტალინის გამოსახულების გამო, საღებავი შეასხეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ  “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში”. 

ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი