ულტრამემარჯვენე და პრორუსული ტელევიზია „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ არსებული ფორმატით მუშაობას ვეღარ შეძლებს და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.
„ჩვენი ტელევიზია ამ ფორმატით ვერ გააგრძელებს მუშაობს. ჩვენი ტელევიზია თქვენი ფინანსების დახმარებით იყო. ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა. ვერ მოვუწოდებთ მაყურებლებს და თანამებრძოლებს, მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია. ეს ძალიან რთულია, წარმოუდგენელია ფინანსურად.
მოგვიწევს გარკვეული რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა. რა ფორმით მოხდება, რა ფორმით დავუბრუნდებით მაყურებელს და როგორ გავაგრძელებთ ბრძოლას, ამაზე მზა პასუხი არ გვაქვს.
მთელი ჩვენი გათვლები და უკანასკნელი რესურსები იყო ამ არჩევნებზე გადართული. გვეგონა, რომ სხვანაირი შედეგი დაიდებოდა. რას ვიზამთ, რაც არის, ეგ არის“, – თქვა დღევანდელი ეთერისას ერთ-ერთმა წამყვანმა.







