პროკურატურამ თერჯოლაში დაკავებულ პირს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინა.
შსს-ს გამოძიების თანახმად, 27 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში, კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა მამა დანით დაჭრა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
