სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული. “ნეტგაზეთი” ამოწმებს, რამდენად ავთენტურია ვიდეო. მასალა განახლდება.
შვიდ იანვარს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, ერთ-ერთ ხატზე, რომელიც წმინდა მატრონა მოსკოველს ასახავს, სტალინის გამოსახულებაც გვხვდება. ინფორმაცია დისკუსიის საგნად იქცა. თემას გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც დაადასტურა, რომ ტაძარს ხატი სწორედ მან შესწირა. განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.