ახალი ამბები

ხელოვნური “შუბლის ძარღვი” და საანგარიშო – ჟვანიას ცესკოსთან “საჩუქრები” მიუტანეს

5 ნოემბერი, 2020 • 1675
ხელოვნური “შუბლის ძარღვი” და საანგარიშო – ჟვანიას ცესკოსთან “საჩუქრები” მიუტანეს

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უწყებასთან პლაკატებითა და შეძახილებით მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის, სახელწოდებით „თამარ ჟვანიას დაჯილდოების ცერემონია“, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის იმისთვის, რომ შეურაცხყოფას ითმენს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ჯილდოდ“ ჟვანიას, მათ შორის, იმ შემაჯამებელი ოქმების ასლები მიუტანეს, სადაც ბალანსი არ ჯდება. “ჯილდოებს” შორისაა მათემატიკის სახელმძღვანელო, ხელოვნური “შუბლის ძარღვი”, ცარიელი ქაღალდი გადადგომის შესახებ განცხადების დასაწერად და საანგარიშო.

??

Posted by Salome Barker on Thursday, 5 November 2020

აქციის ორგანიზატორები ასევე ამბობენ, რომ არ მოითმენენ არჩევნების გაყალბების მცდელობას და ხელისუფლებას ეს ქმედება ძვირად დაუჯდება.

ჯერ კიდევ 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.  ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”“ევროპული საქართველო”“სტრატეგია აღმაშენებელი”“ლელო”“პატრიოტთა ალიანსი”“გირჩი”“მოქალაქეები”“ლეიბორისტული პარტია”.

არჩევნებიდან მეორე დღეს არაერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

ფოტოები: კადრი რადიო “თავისუფლების” პირდაპირი ეთერიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი