ახალი ამბები

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არ შევა

2 ნოემბერი, 2020 • 1401
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არ შევა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ამბობს, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში არ შევა.

პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პარტია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, ბოიკოტს უცხადებს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და საპროტესტო ტალღაში ჩაბმას აპირებს.

დღევანდელ ბრიფინგზე ბოიკოტის შესახებ ისაუბრა თაკო ჩარკვიანმაც, მან თქვა, რომ ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტს პარტია ბოიკოტს უცხადებს.

„სტრატეგია აღმაჩენებელი“ დაჰპირდა ხალხს, რომ ის შევიდოდა პარლამენტში მხოლოდ იმიტომ, რომ ვყოფილიყავით მათ სამსახურში. ვინაიდან ეს ვერ მოხერხდება და ეს იქნება ფარსი და ტყუილი, ჩვენ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე“, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

მანამდე პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“; „ევროპულმა საქართველომ“; „ლელომ“;ლეიბორისტებმა“; „გირჩმა“ ; „მოქალაქეებმა“ და „პატრიოტთა ალიანსმა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი