ახალი ამბები

გაიგეთ, ვინ ხდება დეპუტატი – ბოლო შედეგებით, პარლამენტში 9 პარტია შედის

2 ნოემბერი, 2020 • 4184
გაიგეთ, ვინ ხდება დეპუტატი – ბოლო შედეგებით, პარლამენტში 9 პარტია შედის

რომელმა პარტიამ რამდენი მანდატი მოიპოვა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით და ვინ ხდება დეპუტატი?

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა წინასწარი შედეგი ყველა უბნის მონაცემებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მანდატები დავითვალოთ და პარტიების მიერ წარდგენილი პროპორციული სიების საფუძველზე განვსაზღვროთ, ვინ ხდება დეპუტატი.

მანდატების რაოდენობა

ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ ვინ იტყვის უარს პარლამენტში შესვლზე, თუმცა კონსტიტუციაში გაწერილი წესის ძალით, ოფიციალური შედეგებით, პროპორციული 120 მანდატი ასე გადანაწილდა:

  1. „ქართული ოცნება“ – 61 მანდატი (48.15%, 926959 ხმა)
  2. ნაციონალური მოძრაობა – 34 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი (27.14%, 522463 ხმა)
  3. ევროპული საქართველო – 4 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი (3.78%, 72752 ხმა)
  4. სტრატეგია აღმაშენებელი – 4 მანდატი (3.15%, 60592 ხმა);
  5. ლელო –  4 მანდატი (3.15%, 60691 ხმა);
  6. პატრიოტთა ალიანსი – 4 მანდატი (3.14%, 60493 ხმა);
  7. გირჩი – 3 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი (2.89%, 55600 ხმა);
  8. ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ – 1 მანდატი + 1 გაუნაწილებელი მანდატი (1.33%, 25534 ხმა);
  9. შალვა ნათელაშვილი – 1 მანდატი (1%, 19281 ხმა);

[ჯერჯერობით ხმები არ არის ბოლომდე დათვლილი ყველა მაჟორიტარულ ოლქში].

ვინ ხდება პარლამენტარი?

„ქართული ოცნება“ – 61 დეპუტატი:

1. გიორგი გახარია
2. არჩილ თალაკვაძე
3. ირაკლი კობახიძე
4. თეა წულუკიანი
5. მამუკა მდინარაძე
6. კახაბერ კუჭავა
7. გიორგი კახიანი
8. მარიამ ქვრივიშვილი
9. მიხეილ სარჯველაძე
10. მაია ბითაძე
11. მიხეილ დაუშვილი
12. გიორგი ამილახვარი
13. ვიქტორ სანიკიძე
14. მარიამ ბოჭორიშვილი
15. შალვა პაპუაშვილი
16. დავით კაჭარავა
17. ნიკოლოზ სამხარაძე
18. გიორგი ხელაშვილი
19. მარიამ ლაშხი
20. ბექა დავითულიანი
21. ანრი ოხანაშვილი
22. დიმიტრი ხუნდაძე
23. დიმიტრი სამხარაძე
24. ნინო წილოსანი
25. ირაკლი კოვზანაძე
26. ირაკლი ბერაია
27. ირაკლი სესიაშვილი
28. ეკა სეფაშვილი
29. რატი იონათამიშვილი
30. გურამ მაჭარაშვილი
31. დავით მათიკაშვილი
32. ელისო ბოლქვაძე
33. ლადო კახაძე
34. ირაკლი მეზურნიშვილი
35. სავალან მირზოევი
36. რიმა ბერაძე
37. სუმბატ კიურეღიან
38. ალეკო ტაბატაძე
39. ალუდა ღუდუშაური
40. ირმა ზავრადაშვილი
41. ირაკლი ზარქუა
42. გივი მიქანაძე
43. ბექა ლილუაშვილი
44. ქეთი დუმბაძე
45. ლექსო დალაქიშვილი
46. ლევან ქარუმიძე
47. ირაკლი მეძმარიაშვილი
48. ხატია წილოსანი
49. ვლადიმერ ჩაჩიბაია
50. ისკო დასენი
51. ვიქტორ ჯაფარიძე
52. მაია მენაღარიშვილი
53. ედიშერ თოლორაია
54. გოდერძი ჩანქსელიანი
55. ელგუჯა გოცირიძე
56. ანა ბუჩუკური
57. გია ბენაშვილი
58. დაჩი ბერაია
59. შოთა ხაბარელი
60. თამარ ტალიაშვილი
61. ლევან მგალობლიშვილი
[გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, 62-ე ნომერი, გელა სამხარაული ჩაანაცვლებს მას]

„ნაციონალური მოძრაობა“ – 35 დეპუტატი

  1. ბუბა კიკაბიძე
  2. გრიგოლ ვაშაძე;
  3. ნიკა მელია;
  4. ხატია დეკანოიძე;
  5. კობა ნაყოფია;
  6. დევი ჭანკოტაძე;
  7. ლევან ვარშალომიძე;
  8. სალომე სამადაშვილი;
  9. ზაალ უდუმაშვილი;
  10. ხათუნა სამნიძე
  11. რომან გოცირიძე
  12. თემურ ჯანაშია
  13. ნატო ჩხეიძე
  14. რამაზ ნიკოლაიშვილი
  15. კახა ოქრიაშვილი
  16. გუბაზ სანიკიძე
  17. აბდულა ისმაილოვი
  18. ცეზარ ჩოჩელი
  19. თამარ კორძაია
  20. სულხან სიბაშვილი
  21. გოდაბრელიძე გიორგი
  22. ხაჯიშვილი დავით
  23. ხაბულიანი დილარ
  24. ბოკუჩავა თინათინ
  25. ჩხეიძე როსტომ
  26. კირკიტაძე დავით
  27. ბოტკოველი გიორგი
  28. ხერხეულიძე ეკატერინე
  29. კვირკელია მანუჩარ
  30. მაჭუტაძე ნიკა
  31. მინაშვილი აკაკი
  32. მამულაშვილი ნონა
  33. ბეჟაშვილი ლევან
  34. ქარდავა ბაჩუკი
  35. ხაბეიშვილი ლევან

„ევროპული საქართველო“ – 5 დეპუტატი

პარტიას, მართალია, წარდგენილი აქვს პარტიული სია 34 სახელით, თუმცა ნუმერაცია განსაზღვრული არ ჰქონიათ. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო სუბიექტის სახელია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, — და პარტიის ლიდერებიც ისინი არიან, — პირველ სამ ადგილს სწორედ ისინი იკავებენ. კვოტირების სისტემის გათვალისწინებით, მეოთხე კანდიდატი მაინც უნდა იყოს ქალი.

სტრატეგია აღმაშენებელი – 4 დეპუტატი

  1. გიორგი ვაშაძე;
  2. თამარ (თაკო) ჩარკვიანი;
  3. პაატა მანჯგალაძე;
  4. თეონა აქუბარდია

ლელო — 4 მანდატი;

  1. მამუკა ხაზარაძე
  2. ბადრი ჯაფარიძე
  3. დავით უსუფაშვილი
  4. ანა ნაცვლიშვილი

პატრიოტთა ალიანსი — 4 მანდატი;

  1. ირმა ინაშვილი;
  2. გიორგი ლომია;
  3. გოჩა თევდორაძე;
  4. ავთო ენუქიძე;

გირჩი – 4 მანდატი

  1. ზურაბ ჯაფარიძე
  2. იაგო ხვიჩია
  3. ვახტანგ მეგრელიშვილი
  4. სიაში მეოთხედ, კვოტირების კანონის გამო, სალომე მუჯირი წერია, თუმცა სავარაუდოდ ის უარს იტყვის მანდატზე და მის ადგილს ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს;

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

  1. ალეკო ელისაშვილი;
  2. ლევან იოსელიანი;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 დეპუტატი

  1. შალვა ნათელაშვილი;

ანგარიშის წესი
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს (ამ შემთხვევაში, 1804365-ზე).

მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები. დაგვრჩა 4 გადაუნაწილებელი მანდატი, რომლებიც მიიღეს პარტიებმა, ვისაც ყველაზე მეტი ნაშთი ჰქონდათ: ევსაქებმა (ნაშთი 1,512,780), ენმ-მ (ნაშთი 1,347,150), ალეკო ელისაშვილმა (ნაშთი 1,259,715) და გირჩმა (ნაშთი 1,258,905).

მასალების გადაბეჭდვის წესი