ახალი ამბები

ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

2 ნოემბერი, 2020 • 1293
ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

„ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ არჩევნებზე სრული სიმძლავრით მუშაობდა „ორკესტირრებული გაყალბების მანქანა“, გაყალბებაში კი მონაწილეობას იღებდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, კრიმინალური დაჯგუფებები.

„არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და გვაქვს ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი – ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად, ამიტომ ჩვენი შეფასება არის მკაფიო – ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და ის არ ასახავს ხალხის ნებას.

ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა პროცესს უნდობლობა გამოუცხადა და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ კვირას არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

ნახეთ ასევე:

გაიგეთ, ვინ ხდება დეპუტატი – ბოლო შედეგებით, პარლამენტში 9 პარტია შედის

მასალების გადაბეჭდვის წესი