ახალი ამბები

“უარი ვთქვათ მანდატებზე, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს” – ელისაშვილი

1 ნოემბერი, 2020 • 1181
“უარი ვთქვათ მანდატებზე, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს” – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ტოტალური გაყალბების პირობებში მიმდინარეობდა და მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე.

შედეგად, ელისაშვილის თქმით, თუ ამ საკითხზე ოპოზიციაში კონსენსუსი შედგება, მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ვერ გაიმართება და ავტომატურად რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება:

“გამოსავალი არის ის, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც გადალახა ზღვარი, საერთო კონსენსუსი აუცილებელია ამ საკითხზე და საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსიტიტუციური სამართლებრივი საფუძველი იმის, რომ არ ჩატარდეს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა და ავტომატურად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები” ,- ამბობს ელისაშვილი.

ოცნება – 48.12%, ნაციონალურ მოძრაობა – 26.92% — ცესკოს შედეგი 14:50 საათისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი