ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღეს, 9 აპრილს პრეზიდენტს ირჩევენ

9 აპრილი, 2017 • 1955
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღეს, 9 აპრილს პრეზიდენტს ირჩევენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნები და “სამხრეთ ოსეთისთვის” “სახელმწიფო ალანიას” გადარქმევის საკითხზე პლებისტიცი მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ 77 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის სამი ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი მოსკოვში და ერთიც – სოხუმში. კენჭსყრაში მონაწილეობას 32 736 ამომრჩეველი მიიღებს.

ოფიციალური ცნობითვე, არჩევნებს  რუსეთიდან, აფხაზეთიდან, დნესტრიპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან 80- ზე მეტი საერთაშორისო მონიტორი დააკვირდება.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს- ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის,არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ქართული მხარის გარდა, აღნიშნული არჩევნების არალიგიტიმურობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 7 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, 9 აპრილის არჩევნების გამო, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი სამი დღით ჩაიკეტა. 

26316

მასალების გადაბეჭდვის წესი