ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოხეთში არჩევნებსა და რეფერენდუმს

8 აპრილი, 2017 • 1756
სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოხეთში არჩევნებსა და რეფერენდუმს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აფხაზეთში დაგეგმილ არჩვენებსა და სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს.

“აშშ გმობს გადაწყვეტილებას, ჩაატარონ რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში და ეწოდოს მას “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა- ალანია”. ასევე ვგმობთ და არ ვაღიარებთ 12 მარტს დაგეგმილ არჩევნებს აფხაზეთში. არალეგიტიმური რეფერენდუმი და არჩვენები საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ტარდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართელოს მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთანხმებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ცალსახა და ნათელია – ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის 7 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის პრემიერმინისტრმა ლეონიდ თიბილოვმა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა 2015 წელს წარადგინა. მისი გადაწყვეტილებით რეფერენდუმი აპრილში, არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის მარტში ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი