ახალი ამბები

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” პრეზენტაცია [ვიდეო]

30 იანვარი, 2017 • 8749
“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” პრეზენტაცია [ვიდეო]

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” – ასე უწოდეს ენმ-იდან გასულმა ლიდერებმა ახალ პარტიას, რომლის პრეზენტაციაც  30 იანვარს თბილისში გაიმართა.

გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე  -"ევროპული საქართველო" © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე -“ევროპული საქართველო” © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიის ყრილობა, სავარაუდოდ, აპრილში ჩატარდება. ყრილობის გამართვამდე პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობას გიგი უგულავა შეასრულებს.

“მთავარი ამოცანა იქნება იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს ცხოვრებამდე, განვითარებამდე, ქვეყანაში დააბრუნებს წინსვლის და განვითარების განცდას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, წაგვართვა ქართულმა ოცნებამ…  ვგეგმავთ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნები იქნება ის პირველი ტესტი, სადაც, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს,”- განაცხადა მოძრაობის პრეზენტაციაზე დავით ბაქრაძემ.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერვიუს გიგი უგულავასთან, რომელსაც ვკითხეთ: ვკითხეთ: რა განასხვავებს მათ ახალ პარტიას ენმ-ისგან, რას ფიქრობს ის წარსულის შეცდომებზე და ამომრჩევლის რა სეგმენტზე აქვს გათვლა ახალ პოლიტიკურ გუნდს:


 

[checklist]

  • ლიდერების ნაწილის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დაძაბულობა;
  • ენმ-ის “სააკაშვილის ფრთა” ბოკერია-რატიანი-ბაქრაძის ფრთას ადანაშაულებდა, რომ მათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დაცვა ვერ შეძლეს. ასევე, “სააკაშვილის ფრთა” ეწინააღმდეგებოდა არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას, პარლამენტში ენმ-ის წევრების შესვლას, პარტიის მცირერიცხოვანი ყრილობის გამართვას და ახალი თავმჯდომარის არჩევას. ენმ-ის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსაქლაქეობა დაკარგა;
  • 2016 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც სააკაშვილის მომხრეებმა მოიპოვეს უმრავლესობა და გადაწყდა, რომ გაიმართებოდა მრავალათასიანი ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევდნენ;
  • 2017 წლის 6 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმე განიხილა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა;
  • 2017 წლის 12 იანვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 59-მა ლიდერმა, ე.წ. ბოკერია-რატიანი-ბაქრაძის ფრთამ დატოვა;
  • 2017 წლის 20 იანვარს სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს და მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ენმ-ს არ ეყოლება თავმდჯომარე, ვიდრე ყოფილი თავმდჯომარე მიხეილ სააკაშვილი, ამ რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკურ დევნილობაშია;
  • 23 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრა, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის;
  • 23 იანვარსვე პარლამენტში ენმ-ში დრჩენილმა დაპუტატებმა ფრაქცია შექმნეს;
  • საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი მოძრაობა “ევროპულ საქართველოს” აქვს.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი