ახალი ამბები

ენმ-ის ყრილობაზე რეგისტრაცია 6870-მა დელეგატმა გაიარა

20 იანვარი, 2017 • 2880
ენმ-ის ყრილობაზე რეგისტრაცია 6870-მა დელეგატმა გაიარა

თბილისში, სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დაიწყო. მასში 6870 დელეგატი მონაწილეობს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს.

ყრილობაში  ენმ-ის ლიდერებიდან ის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც პარტიაში არსებული დაპირისპირების შედეგად მიხეილ სააკაშვილთან ერთად დარჩნენ პარტიაში.

ყრილობა გახსნა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს: “თქვენ ხართ იდეის და იდეალების ერთგული”, – მიმართა მან ყრილობის მონაწილეებს. ყრილობას ესწრება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.  წინასწარი ინფორმაციით, იგი პოლიტსაბჭოს წევრი გახდება, რომელსაც დღეს აირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი