ახალი ამბები

ენმ-ის თქმით, EPP-ის ხმის უფლების მქონე ასოცირებული წევრები გახდნენ

5 მარტი, 2024 • 1031
ენმ-ის თქმით, EPP-ის ხმის უფლების მქონე ასოცირებული წევრები გახდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ბუქარესტში მიმდინარე „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე EPP-ის ხმის უფლების მქონე ასოცირებულ წევრად მიიღეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს, პოლიტიკურ ასამბლეაზე ამ საკითხის კენჭისყრამდე, ევროპის ქრისტიან- დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანების ევროპულ პარტიათა წარმომადგენლებს მიმართა ენმ -ის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.

ენმ-ში აღნიშნავენ, რომ ბარამიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, წელს საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარებასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობას.

პარტიაში აცხადებენ, რომ ამიერიდან ენმ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე 4 ხმის უფლებით ისარგებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი