ახალი ამბები

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნიკა მელია უხელმძღვანელებს

20 იანვარი, 2017 • 1778
ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნიკა მელია უხელმძღვანელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ყრილობაზე ნუგზარ წიკლაურმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელსაც ყრილობამ მხარი დაუჭირა და რომლის მიხედვით, ენმ-ს თავმჯდომარე არ ეყოლება, ვიდრე ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მისი თქმით, პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება.

დღევანდელ ყრილობაზე აირჩიეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, ხოლო ამის შემდეგ გიორგი ბარამიძემ წარადგინა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის და მოადგილეების კანდიდატები, რომლებიც კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს აღნიშნულ თანამდებობებზე.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე  გახდა ნიკა მელია. ხოლო მოადგილეებად აირჩიეს ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი