ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას – ნუ დაუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს, რომელსაც მიღების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი იქნება”.
განცხადებას საპარლამენტო ასამბლეა ტვიტერზე აქვეყნებს.
We urge all other political factions in Georgia not to support this draft law that would have a chilling effect if adopted, they underlined.
— PACE (@PACE_News) February 16, 2023
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.
კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
- „კანონი დამოუკიდებელ ხმებს ჩაახშობს“ — აშშ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე
- ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად
- განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას — ხულორდავა უცხოური აგენტების კანონპროექტზე
- საქართველომ გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის გზიდან — შტეფან მაისტერი
- ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს – კობახიძე