ახალი ამბები

„ვემიჯნები ღარიბაშვილს“ — სოცქსელების ქართველი მომხმარებლების ბოდიში უკრაინას

25 თებერვალი, 2022 • 1627
„ვემიჯნები ღარიბაშვილს“ — სოცქსელების ქართველი მომხმარებლების ბოდიში უკრაინას

„ბოდიში ჩვენი მთავრობის გამო“, — ამ ლოზუნგით სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო.

Facebook-ის და Twitter-ის ქართველი მომხმარებლები ემიჯნებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს და აზიარებენ უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილ ფოტოს ინგლისურენოვანი წარწერით: sorry for our government (ბოდიში ჩვენი მთავრობისთვის). ისინი ხაზს უსვამენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის მიუღებელია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც რუსეთსითვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამოსავალი არა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, არამედ დიპლომატიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი