ახალი ამბები

გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

13 აპრილი, 2024 • 1353
გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უკვე არსებულისთვის დამატებით ჭურვებს მიაწვდის.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე ავრცელებს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მადლობას უხდის.

ზელენსკის თქმით, შოლცთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა:

„მადლობა თქვენ, თქვენი ლიდერობისთვის. ეს უკრაინისთვის ჩვენებაა ამ კრიტიკულ მომენტში თქვენი გულწრფელი მხარდაჭერის“ — წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი მოუწოდებს სხვა დასავლელ ლიდერებს იხელმძღვანელონ გერმანიის მაგალითით.

მასალების გადაბეჭდვის წესი