2021 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13,9%-ი შეადგინა. დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,3%-ით იმატა.
ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას გასული წლის დეკემბერს – აქ ზრდამ 5,9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზისო მაჩვენებელი 6%-ით განისაზღვრა.
აგვისტოს თვის შემდეგ საქართველოში წლიური ინფლაცია მუდმივად აღემატება 12 პროცენტს, ეროვნული ბანკის სამიზნე მონაცემი კი 3 პროცენტია.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15,6%-იანი ზრდა) და ტრანსპორტი (17,3%-იანი ზრდა).
უფრო კონკრეტულად, ფასები მომატებულია ისეთ სურსათზე, როგორიცაა:
- ზეთი და ცხიმი (24.5 პროცენტი);
- ბოსტნეული და ბაღჩეული (20.7 პროცენტი);
- პური და პურპროდუქტები(20.2 პროცენტი);
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.8 პროცენტი);
- თევზეული (16.5 პროცენტი);
- რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი);
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.5 პროცენტი);
- ხილი და ყურძენი (10.5 პროცენტი);
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი);
- ყავა, ჩაი და კაკაო (6.1 პროცენტი);
საქართველოში პურის ფასების ზრდის შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია:
ნახეთ ასევე:
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, სესხი 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდება