ახალი ამბებიეკონომიკა

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, სესხი 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდება

8 დეკემბერი, 2021 • 3139
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, სესხი 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდება

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნტქით გაზარდა, რამაც რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებული, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები ასი ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დამოკიდებულია, მათ შორის, ქვეყანაში ინფლაციის დონეზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

აგვისტოს თვის შემდეგ საქართველოში წლიური ინფლაცია მუდმივად აღემატება 12 პროცენტს, ეროვნული ბანკის სამიზნე მონაცემი კი 3 პროცენტია.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შარშან, 5 აგვისტოს, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ  ან უცვლელია, ან იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი