ახალი ამბები

“მავთულხლართებში გავიჭედე” – კუხიანიძე ამბობს, რომ ორი დღეა ცხინვალში გადასვლას ცდილობს

18 დეკემბერი, 2019 • 3206
“მავთულხლართებში გავიჭედე” – კუხიანიძე ამბობს, რომ ორი დღეა ცხინვალში გადასვლას ცდილობს

თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინების გამო “ქართული ოცნების” უმრავლესობის დატოვება მოუწია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩავიდა.

კუხიანიძის თქმით, უკვე მეორე დღეა ცდილობს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდეს და “წვლილი შეიტანოს” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

“გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და უბრალოდ ახლა არ მინდა,  ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის”,- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

მან ქართული მედიის წინაშე ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა და სთხოვა ახალი ურთიერთობების დაწყება, რისთვისაც საჭიროა გაათავისუფლონ ქართველი ექიმი, რომელმაც “მათი კანონები დაარღვია”.

 


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკოაციაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ამ თემაზე:

კუხიანიძეს უმრავლესობიდან უშვებენ, მაგრამ საკრებულოში რჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი