ნეტგაზეთი | კუხიანიძეს უმრავლესობიდან უშვებენ, მაგრამ საკრებულოში რჩება კუხიანიძეს უმრავლესობიდან უშვებენ, მაგრამ საკრებულოში რჩება – Netgazeti
RU | GE  

კუხიანიძეს უმრავლესობიდან უშვებენ, მაგრამ საკრებულოში რჩება

დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს აგინა, თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან უშვებენ, თუმცა საკრებულოს წევრად მაინც რჩება.

ეს გადაწყვეტილება 18 დეკემბერს გააცნო ჟურნალისტებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა. დავითულიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო.

დავითულიანის თანახმად, კუხიანიძეს დაატოვებინებენ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასაც.

ბექა დავითულიანის განმარტებითვე, კუხიანიძე შეინარჩუნებს დეპუტატის მანდატს, რადგან მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადი განცხადება შეიძლება გახდეს.

თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძემ, ფეისბუკზე ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს. კუხიანიძემ პროვოკატორი უწოდა თვითონ გაფრინდაშვილს, რომელიც რუსმა სამხედროებმა ერთ თვეზე მეტი ხსნის წინ დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში ჰყავთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com