ახალი ამბები

კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის გინების გამო ბოდიშს იხდის

16 დეკემბერი, 2019 • 3659
კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის გინების გამო ბოდიშს იხდის

თბილისის საკრეუბლოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის გინების გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირევლის“ ეთერში განაცხადა.

ერეკლე კუხიანიძემ ისაუბრა საზოგადოების მხრიდან მიღებულ კრიტიკაზე და თქვა, რომ მოქალაქეთა ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მის მიმართ უხეში იყო. “ვფიქრობ,  ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში“.

„მე გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა ზემოქმედება და მე დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, ბატონი ვაჟა და მისი ოჯახი არის მომართული პოზიტივზე, უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ ეს ადამიანი გამოხსნილი იყოს იქიდან და იმაზე, რომ ჩვენ ერთად მოვახერხოთ და ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ.

ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის… იმ არაკორექტურობისთვის, რომელიც მე გაღიზიანების გამო [განვაცხადე]..,“ – ამბოს კუხიანიძე.

კუხიანიძე შემდგომ განმარტავს, რომ მასზე მძიმე ზეგავლენა მოახინა ხელისუფლების კრიტიკამ. მისი თქმით, გამაღიზიანებელი იყო ის განცხადებები, თითქოს, ხელისუფლება გაფრინდაშვილის იძულებით პატიმრობის პარალელურად „ტაშ-ფანდურს აწყობს“ – “თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ჭიქაც ერთი წვეთი და ბოლოს გადაივსება ხოლმე“.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვრის კვეთისას რისკების შესახებ იცოდა და “როდესაც ხდება შეტევა სახელმწიფოზე იმის გამო, რომ შეუძლეებლი იყო ჯერჯერობით… ეს შეტევა ჩავთვალე მე პროვოკაციად და არა მისი ქმედება.. “.

“ეს ადამიანი გადავიდა და იცოდა, რაზეც გადავიდა, მე შეფასება არ გამიკეთებია მისი ინფორმაციულობის … მე ეს არ შემიფასებია …”

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით.

წაიკითხეთ ვრცლად:

მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი