ახალი ამბები

უძლიერესი, ძალიან რთული, მძიმე, ანგარიშგასაწევი – ადა მარშანია პუტინსა და რუსეთზე საუბრობს

2 მაისი, 2018 • 1827
უძლიერესი, ძალიან რთული, მძიმე, ანგარიშგასაწევი – ადა მარშანია პუტინსა და რუსეთზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” პრეზიდენტს რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

“ბატონო პრეზიდენტო, უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენაც. დავინახოთ კარგად ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. მგონი, ჩვენ ვყელა მას ბავშვობიდან კარგად ვიცნობთ. ზოგი სწავლობდა, ზოგი ახლაც იქ სწავლობს, ცხოვრობს და მუშაობს. ასევე უნდა შეგახსენოთ, ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულე დღესაც იქ მოღვაწეობს. ბოლოს და ბოლოს, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერსად გავექცევით, გავატაროოთ პრაქტიკული და პრაგმატული პოლიტიკა,” – ამბობს დეპუტატი.

ამის შემდეგ მაარშანიამ გიგა ბოკერიასაც მიმართა:

“ძალიან გთხოვთ, ბატონო ბოკერია, თქვენ ნუ ნერგავთ ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, ანტირუსულ განწყობილებას, არ ვიტყოდი… პუტინი გძულდეთ, რა ჩემი საქმეა, გინდ გძულდეთ გინდ არ გძულდეთ. 

პოლიტიკაში სიძულვილი და სიყვარული არ ვიცი… სად გასწავლეს. მე ვიცი, რომ პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს მინდა შეგახსენოთ. ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მოსწონთ მათ თუ არა, მთელი მსოფლიო ამ ადამიანს ელაპარაკება, რომელიც თქვენ ასე არ მოგწონთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე… ანგარიშგასაწევი, მე ასე ვიტყოდი, შპარგალკებს ნუ მიგზავნით ადგილიდან. ანგარიშგასაწევი ქვეყანა და ალბათ დიდი ხანი ასე იქნება.” – თქვა დეპუტატმა.

ეს განცხადება მარშანიამ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატების წინაშე სიტყვით გიორგი მარგველაშვილი წარდგა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება გააკრიტიკა სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტებისთვის. ვრცლად პრეზიდენტის გამოსვლაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი