ახალი ამბები

ადა მარშანიამ “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

19 თებერვალი, 2021 • 1381
ადა მარშანიამ “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

ადა მარშანიამ “პარტრიოტთა ალიანსი” დატოვა.  ამის შესახებ ინფორმაციას მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი თავად ავრცელებს.

მარშანიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც პარტიას მიმართა და საკუთარი გადაწყვეტილება ამცნო.

განცხადებაში ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ გუნდს “პოზიციათა სულ უფრო და უფრო მზარდი განსხვავებების” გამო ტოვებს.

ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ

Posted by Ada Marshania on Friday, 19 February 2021

“ნეტგაზეთი” ადა მარშანაის დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რაში გამოიხატებოდა აზრთა სხვადასხვაობა მასსა და გუნდის დანარჩენს წევრებს შორის, რაზეც ყოფილმა დეპუტატმა განგვიცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი