“თანასწორობის მოძრაობამ” პარლამენტში აქცია თანასწორობის მოთხოვნით გამართა

“თანასწორობის მოძრაობის” წევრები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად ბანერები გაშალეს. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს ჰკითხეს, რატომ არ აპირებს კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

სანამ “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა, დღეს, 1 მაისს, დილით, პარლამენტის შესასვლელთან კილაძის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.