აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმა ილჰამ ალიევს მისცა

პარტია “თანამედროვე მუსავატის” თავმჯდომარისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჰაფიზ გაჯიევის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევნებში ხმა საკუთარ კონკურენტს, აზერბაიჯანის ამჟამინდელ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მისცა. ამის შესახებ გამოცემა meydan.tv წერს.

დღეს, 11 აპრილს, აზერბაიჯანში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

აზერბაიჯანში რვა საპრეზიდენტო კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო. აზერბაიჯანელები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ ილჰამ ალიევს აირჩევენ. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს.

საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ექვსი თვით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს დანიშნეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი პირველად გადადგა.

ამავე თემაზე:

რატომ დანიშნა ალიევმა საპრეზინდეტო არჩევნები ექვსი თვით ადრე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი