ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

24 ევროპარლამენტარი EU-სა და აშშ-ს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

9 აპრილი, 2024 •
24 ევროპარლამენტარი EU-სა და აშშ-ს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 24 წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდა, რომ უზრუნველყონ სომხეთის უსაფრთხოება.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები აძლიერებენ მხარდაჭერას ერევნის მიმართ, ჩვენ, 24 ევროპარლამენტარი, ვთხოვთ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ენტონი ბლინკენს, უზრუნველყონ სომხეთის უსაფრთხოება, რომელსაც აზერბაიჯანი უქმნის საფრთხეს“, — ამის შესახებ “X-ზე” ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ნატალი ლუაზომ განაცხადა.


8 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო „Anadolu-სთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთს სურს, ალმა-ათის დეკლარაცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში შევიდეს, მაგრამ ამ საკითხზე ერევანმა ბაქოსგან ვერ მიიღო დადებითი პასუხი.

მიროზიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის განზრახვას, გამოიყენოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესისგან შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა სამშვიდობო დღის წესრიგისადმი ერევანის ერთგულების დასადასტურებლად.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს კავკასიასა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით“, — განაცხადა მიროზიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არაერთი უთანხმოებაა, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება მიღწეულია.

მიროზიანის თქმით, ორ ძირითად საკითხზე მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ.

ამ საკითხებიდან პირველი ეხება ორ ქვეყანას შორის საზღვრების განსაზღვრის პრინციპს, ხოლო მეორე — რეგიონულ კომუნიკაციებსა და სატრანსპორტო მარშრუტებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მხარეები 2023 წლის შემოდგომიდან მუშაობენ.

1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის თანახმად, ყოფილი სსრკ ქვეყნები უნდა აღიარებდნენ ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი