ჰესების წინააღმდეგ აქცია თბილისში დასრულდა, მომდევნო აქციისთვის ჭუბერში ემზადებიან

დღეს, 14 მარტს, დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ 21 აპრილს მესტიის სოფელ ჭუბერში დიდი აქცია გაიმართება, სადაც ნენსკრაჰესის აშენებას გააპროტესტებენ.

ჭუბერის მცხოვრებმა მანანა საღლიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სვანები მხოლოდ საპროტესტო აქციების გამართვას არ დასჯერდებიან. თუ სამშენებლო სამუშაოები განახლდება, ჭუბერში გზას გადაკეტავენ და მშენებელი კომპანიის ავტომობილებს არ შეუშვებენ.

“ეს გზა ჩაიკეტება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის მანქანებისთვის, რომელბიც ეზიდებიან სამშენებლო მასალებს”, – განაცხადა მანანა საღლიანმა.

მანანა საღლიანი ჭუბერის მცხოვრებია, რომელიც თბილისში აქციაზე მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. მან აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზიის განითარების ბანკის შენობიდან (ტაბიძის ქუჩა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შენობასთან (გრიბოედოვის ქუჩა) დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ამ ორი ინსტიტუტის შენობა იმიტომ შეარჩიეს, რომ ისინი აფინანსებენ სვანეთში ნენსკრა ჰესის მშენებლობას. მანანა საღლიანმა სიტვით გამოსვლისას  მოუწოდა ბანკებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა ჰესების, მათ შორის ნენსკრა ჰესის აშენების წინააღმდეგ, რომელიც 2018 წლის 4 მარტს სვანეთის თემების დეკლარაციაში დაფიქსირდა.

“ეს არის საქართველოს საბოლოოდ დაჩოქების გეგმა”, – განაცხადა მანანა საღლიანმა.

აქციის მონაწილეებმა ორივე ბანკში დატოვეს მიმართვა, სადაც აფიქსირებენ, რომ მათთვის მიუღებელია ჰესების აშენება. აქცია 13:00 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობდნენ სვანეთში მცხოვრები ადგილობრივებიც, რომლებიც აქციის გამო ჩამოვიდნენ თბილისში.

თორნიკე გოშვანი, რომელიც ამ აქციაზე მონაწილეობისთვის ჭუბერიდან ჩამოვიდა, ამბობს, რომ ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით ადგილობრივებს არაფერს უთანხმებენ.

“ყველაფერი ხდება შეუთანხმებლად. არაფერს გვითანხმებენ მოსახლეობას. შეგვიძლია ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და არ ავიშენოთ თავზე ისეთი სახიფათო რაღაც, რაც არის ნენკსრა ჰესი”, – ამბობს თორნიკე გოშვანი.

მისი თქმით, ნენსკრა ჰესის აშენება შეცვლის კლიმატს, ასევე ჰესი შენდება სეისმურად აქტიურ ზონაში. იგი ნენსკრას, ხუდონის და სხვა დიდი ჰესების აშენების წინააღმდეგია.

რამაზ მეტრეველმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეწინააღმდეგება ონში, მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობას.

“12 კმ გვირაბი უნდა გაითხაროს ჰესის მშენებლობისთვის. ნახევარი ზემო რაჭის დატბორვის საშიშროება დგას”, – ამბობს თამაზ მეტრვეელი.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რიონს ახასიათებს წყალმოვარდნები და გვირაბში გაყვანილმა მდინარემ შესაძლოა გამოანგრიოს გვირაბი და სოფლები დატბოროს.

დღეს, 14 მარტს მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა, რასაც დაამთხვიეს აქცია.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის შმენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” მონაწილეობენ. ჰესის გამომუშავება წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

არა საქართველოს დატბორვას! არა ჰესომანიას!” 14.03.2018 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com