ეკონომიკა

მთავრობა ხუდონჰესის პროექტს გამოისყიდის, მშენებლობა 2023-ში დაიწყება – დავითაშვილი

19 დეკემბერი, 2022 • 6873
მთავრობა ხუდონჰესის პროექტს გამოისყიდის, მშენებლობა 2023-ში დაიწყება – დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ მოიწონა შეთანხმება ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის შესახებ, ხოლო პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება.

მისი განცხადებით, მთავრობას პროექტის გამოსყიდვა 13.5 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

„შედგა შეთანხმება ივესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშაულებას მოგვცემს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა 19 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე განცხადებით, მომავალში მსგავსი „მსხვილი პროექტები, როგორც წესი, სახელმწიფოს ჩართულობით განხორციელდება“.

ნეტგაზეთი გასული წლის ივნისში წერდა, რომ სახელმწიფო კონტრაქტის გაწყვეტის გზებს განიხილავდა ხუდონჰესის ინვესტორ ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“.

პროექტი, რომელიც ჯერჯერობით არ განხორციელებულა, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა.

პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მის დადგმულ სიმძლავრე იყო 702 მგვტ, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად სახელდებოდა დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი