“არ გაგატანთ!” – აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 1 ივნისს, თბილისში, ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ გაიმართა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია.

ეს აქცია, ისევე როგორც გუშინდელი, 31 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია,  ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების მიერ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თბილისიდან “გაუჩინარებულ” და ბაქოში დაპატიმრებულ აზერბაინაჯელ ჟურნალისტს.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან “გაუჩინარებას” აპროტესტებენ, საქართველოს ხელისუფლებისგან კი დაწყებული გამოძების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიწოდებას მოითხოვენ.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

აქციებზე აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას თან  ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. იგი სვამდა კითხვას, რატომ ეცდებოდა მისი მუხთარლი სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ისე, რომ თან არ ექნებოდა საკუთარი პასპორტი.

ლეილა მუსტაფაევა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ლეილა მუსტაფაევა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ბაქოში დაპატიმრებულმა მუხთარლიმ 30 მაისს განაცხადა, რომ იგი ქართულმა ძალოვნებმა გადასცეს აზერბაიჯანს.  დღეს სუს-თან გამართული აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს შეხვედრა სუს-ის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან, რათა მოესმინათ განმარტება, თუ როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის საზღვარზე აფგან მუხთარლი. მათ უწყებაში შესაბამისი განცხადება  შეიტანეს, თუმცა პასუხები კითხვებზე არ მიუღიათ.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

აქციის მონაწილეებმა შეკრეს წრე, რომელშიც საქრთველოში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტები შეიყვანეს, და სკანდირებენენ: “არ გაგატანთ”

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი