სირცხვილი საქართველოს მთავრობას! – სოლიდარობა აფგან მუხთარლის [ფოტო]

თბილისიდან “გაუჩინარებული” და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურალისტის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, 31 მაისს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებას აპროტესტებენ, საქართველოს ხელისუფლებიდან კი დაწყებული გამოძების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიწოდებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა – ნიშნად იმისა, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში თავზე ჩამოცმული ტომრით გადაიყვანეს და მისი უფლებები დაარღვიეს- სიმბოლურად თავადაც ჩამოიცვეს თავზე ტომრები.

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ბაქოში დაპატიმრებულმა მუხთარლიმ 30 მაისს განაცხადა, რომ იგი ქართულმა ძალოვნებმა გადასცეს აზერბაიჯანს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუათარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.  ადვოკატის ცნობითვე, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის- “კონტრაბანდის”, ასევე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მუხლით.

"საქართველო, სად არის კანონის უზენაესობა?" - წერია პლაკატზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“საქართველო, სად არის კანონის უზენაესობა?” – წერია პლაკატზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

აქციაზე მოსული იყო აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა., რომელსაც თან მოტანილი ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. მან კითხვა დასვა, რატომ წავიდოდა აფგან მუხთარლი თავისი ნებით აზერბაიჯანის საზღვრის გადასაკვეთად ისე, რომ სახლში პასპორტს დატოვებდა ?

აგფან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

აგფან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ლეილა მუსტაფაევას ხელში უჭირავს აფგან მუხთარლის პასპორტი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ლეილა მუსტაფაევას ხელში უჭირავს აფგან მუხთარლის პასპორტი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“გაათავისუფლეთ აფგან მუხთარლი,”- წერია პოსტერზე, რომელიც აქციის მონაწილეს უჭირავს.

"გაათავისუფლეთ აფგან მუხთარლი " - წერია პლაკატზე, რომელიც აქციის მონაწილეს უჭირავს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“გაათავისუფლეთ აფგან მუხთარლი ” – წერია პლაკატზე, რომელიც აქციის მონაწილეს უჭირავს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“SOKARTVELO, ფულით ვერ იყიდი თავისუფლებას” –  წერია აქციის მონაწილეების მიერ გამოტანილ ერთ-ერთ პოსტერზე. კომპანია “სოკარი”, რომელიც საქართველოს უმსხვილესი გაზმომმარაგებელია, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიაა.

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

"Shame!" - "სირცხვილია!" წერია აქციის მონაწილის პოსტერზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“Shame!” – “სირცხვილია!” წერია აქციის მონაწილის პოსტერზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

საქქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფგან მუხთარლის თბილისიდან “გაიჩინარებასთან” დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-მ დღეს ასევე განაცხადა, რომ კომუნიკაცია აქვთ აზერბაიჯანის პროკურატურასთან.

"გაათავისუფლეთ აფგანი" - წერია აქციის მონაწილეების მიერ გამოტანილ პოსტერზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“გაათავისუფლეთ აფგანი” – წერია აქციის მონაწილეების მიერ გამოტანილ პოსტერზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

აზერბაიჯანის პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ აფგან მუხთარლიმ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია და თან დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩნდა:  “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობის ფული აღმოაჩნდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”.

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

"დაგუგლეთ არა საქართველო, არამედ SOKARTVELO", "შეწყვიტეთ ადამიანის გატაცება" - წერია პლაკატებზე, რომელიც საპტოტესტო აქცის მონაწილეებს აქვთ გამოტანილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“დაგუგლეთ არა საქართველო, არამედ SOKARTVELO”, “შეწყვიტეთ ადამიანის გატაცება” – წერია პლაკატებზე, რომელიც საპტოტესტო აქცის მონაწილეებს აქვთ გამოტანილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

IDFI-ის წარმიმადგენელი ლევან ავალიშვილი აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

აქციაზე გამოჩნდენე პოლიტიკოსებიც, რესპუბლიკური პარტიისა და გირჩის წარმომადგენლები:

რესპუბლიკელი თამარ კორძიაია აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

რესპუბლიკელი თამარ კორძიაია აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

"გირჩის" წევრები აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“გირჩის” წევრები აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი