ახალი ამბები

შოთაძე: საპატრიარქოს იურისტი დაიკითხა და ინფორმაციას გადავამოწმებთ

31 მაისი, 2017 • 2168
შოთაძე: საპატრიარქოს იურისტი დაიკითხა და ინფორმაციას გადავამოწმებთ

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უკვე დაიკითხა. ქარჩავა აცხადებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს პატრიარქის “მოკვდინების სურვილი აქვს”.

“რაც შეეხება, მის [გიორგი მამალაძის] შესაძლო თანამონაწილეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ამაზე თავის დროზე გამოიყო ცალკე საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.

ედიშერ ქარჩავა უკვე დაიკითხა ამ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ყველა ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინფორმაციას გადავამოწმებთ. ” – აცხადებს შოთაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი