ახალი ამბები

შოთაძის თქმით, საქართველოში იტალიური „მაფიის ბოსი“ დააკავეს

24 ოქტომბერი, 2023 • 1518
შოთაძის თქმით, საქართველოში იტალიური „მაფიის ბოსი“ დააკავეს

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში იტალიური „მაფიის ბოსი“ დააკავეს.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პირი წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ახლა მისი იტალიაში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.

„იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურები დასრულებულია, მიღებულია მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება იტალიაში და უახლოეს მომავალში გადავცემთ იტალიას.

ბრალდება ეხება იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში, ასევე სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მონაწილეობას იტალიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი