ახალი ამბები

პროკურატურამ სამშენებლო კომპანია ”ცენტრ-პოინტი აჭარას” დირექტორი დააკავა

10 ივლისი, 2016 • 2108
პროკურატურამ სამშენებლო კომპანია ”ცენტრ-პოინტი აჭარას” დირექტორი დააკავა

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დღეს კომპანია ”ცენტრ-პოინტის” ბათუმის საინვესტიციო პროექტის, შპს “ცენტრ-პოინტი აჭარას” ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს. უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2 პირის დაკავების შესახებ დამატებით ინფორმაციას 11 ივლისს გაავრცელებენ.

პროკურატურამ “ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ საქმის წარმოება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო კომპანიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე.

2013 წელს კი თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად თითოეულს 250 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი