საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი 15-მა წევრმა ერთხმად აირჩია 2 წლის ვადით.
მანამდე ამ პოზიციას პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.
საქართველოს კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭოს არაერთი უფლებამოსილება აქვს. მათ შორის, გენერალური პროკურორის კანდიდატის დამტკიცება, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება, ასევე, საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა და სხვა.