ახალი ამბები

საქართველო თურქეთში შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის – მთავრობა

6 თებერვალი, 2023 • 940
საქართველო თურქეთში შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის  – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველო თურქეთში უახლოეს საათებში გააგზავნის შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს.

„თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან“, – ამბობენ მთავრობაში.

მანამდე გავრცელდა თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში თურქეთი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.


წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 600 ადამიანი, 3000-მდე კი დაშავდა.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი