ახალი ამბები

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

20 თებერვალი, 2023 • 977
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 20 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 6.4 სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა თანმდევი ბიძგები. მათ შორის ერთ-ერთის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო და ის ჰათაის პროვინციაში მოხდა.

ჰათაის პროვინცია ის ადგილია, სადაც 6 თებერვლის მიწისძვრამ ათი ათასობით სიცოცხლე იმსხვრპლა. თანმდევი რამდენიმე  ბიძგის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ქანდილის სეისმური მონიტორინგის ცენტრიც.

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობა დაღუპულების ან/და დაშავებულების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი