საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ მიუმართავთ. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა 12:30 საათისთვის.
“ამ დროისთვის ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი შეტყობინება არ შესულა. საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან”, – აღნიშნავს სამინისტრო.
- საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
- გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
- გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226
თურქეთისა და სირიის საზღვარზე წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 300 ადამიანი. დაშავებულია ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.
„გადამარჩინეთ“ – თურქეთში ქალმა ნანგრევებიდან ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა