ფოთში კაცმა ცოლი მოკლა.

შემთხვევა გუშინ, 24 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 47 წლის ქალია.

არსებული ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.