ახალი ამბები

ზურაბიშვილმა და ღარიბაშვილმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვეს

6 თებერვალი, 2023 • 746
ზურაბიშვილმა და ღარიბაშვილმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვეს

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურნენ და თურქ ხალხსა და ქვეყნის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადეს. სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადებები სოციალურ ქსელ ტვიტერზე გაავრცელეს.

თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია 300 ადამიანი. დაშავებულია ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

“ვგლოვობ კაჰრამანმარასში მომხდარი მიწისძვრისას ტრაგიკულად დაღუპულებს.

ამ რთულ დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ადგილზე მყოფ მაშველებს ვუსურვებ ძალას”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

“ღრმა თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხალხსა და მთავრობას კაჰრამანმარასში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ გაგიწიოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.