ახალი ამბები

თურქეთში მიწისძვრიდან მე-11 დღეს გადარჩენილი კაცი ცოლ-შვილს საავადმყოფოში შეხვდა

18 თებერვალი, 2023 • 1641
თურქეთში მიწისძვრიდან მე-11 დღეს გადარჩენილი კაცი ცოლ-შვილს საავადმყოფოში შეხვდა

თურქეთში მიწისძვრიდან მე-11 დღეს გადარჩენილი კაცი ცოლ-შვილს საავადმყოფოში შეხვდა.

როგორც BBC-წერს, მუსტაფა ავჩის ცოლმა და თვეების ჩვილმა ნგრევას წამრთმეოდა წამით გამოასწრეს, კაცი კი 260 საათზე მეტხანს ნანგრევებში იყო მოყოლილი. ის მაშველებმა გუშინ, 17 თებერვალს 261 საათიანი ძებნის შემდეგ გადაარჩინეს.

ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მუსტაფა ავჩის მაშველებმა ძმასთან დარეკვის შესაძლებლობა მისცეს. დაშავებულმა სწორედ მაშინ გაიგო, რომ დამანგრეველ მიწისძვრას მისი ოჯახის ყველა წევრი უვნებლად გადაურჩა. თურქულ მედიაში ვიდეოკადრებიც გავრცელდა, სადაც ძმები ერთმანეთს ესაუბრებიან. მუსტაფა ავჩის ძმა, ოჯახის წევრის ხმის გაგონებისას ემოციებს ვერ მალავდა.

გამოცემა წერს, რომ მუსტაფას ცოლმა, ბელიგ ავჩიმ შენობის ჩამონგრევამდე შვილთან ერთად გაქცევა მოახერხა.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველმა მიწისძვრამ 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

6 თებერვალს 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომლის ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ადგილზე 253 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს. სამაშველო სამუშაოებში ათეულობით ქართველი მეხანძრე-მაშველიც არის ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი