ახალი ამბები

ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა

26 აპრილი, 2023 • 749
ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა მამუკა სეფაშვილს, რომელიც თურქეთში მიწისვრის სალიკვიდაციო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულ ქართველ მაშველებს ხელმძღვანელობდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ერდოღანმა მადლობა პირადად გადაუხადა ყველა ქვეყნის მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის.

„ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და, ჯამში, 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა“, – აღნიშნავენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი