ახალი ამბები

„მოძრაობა საქართველოსთვის“ ბიჭები უანგაროდ მებრძოლები არიან – სააკაშვილის ძმა

29 სექტემბერი, 2022 • 1005
„მოძრაობა საქართველოსთვის“ ბიჭები უანგაროდ მებრძოლები არიან – სააკაშვილის ძმა

მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქტივისტების გაერთიანება „მოძრაობა საქართველოსთვის“ უანგაროდ იბრძვის.

„ფაქტია, ქვეყანა და ხალხი უმძიმეს დღეშია… „მოძრაობა საქართველოსთვის“ ბიჭები არიან ქვეყნისთვის და ჩემი ძმისთვის, თავისუფლებისთვის უანგაროდ მებრძოლი ადამიანები. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რამენაირად დალაგდეს ყველაფერი და ყველამ თავის საქმე აკეთოს“, – დაწერა დავით სააკაშვილმა ფეისბუკზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკური აქტივისტის, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის თანახმად, ნიკა მელიას დაცვის წევრებმა მას და მის თანაგუნდელებს დაარტყეს, შემდეგ კი პარტიის ერთ-ერთი წევრი ანგარიშსწორებით დაემუქრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მუმლაძეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაცვამ ის და მისი თანაგუნდელები აღკვეთის მიზნით გაიყვანეს ოთახიდან. პარტიის წევრი მუქარას უარყოფს.

დაპირისპირება, სავარაუდოდ, პარტიაში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი