პარტიაში დაპირისპირების ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ტოვებს.
„ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა“, – აცხადებს იგი.
„საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა, თუ სამშობლო გიყვარს“, – წერს ფეისბუკზე ბადრი ბასიშვილი.
ბასიშვილი „მარაზმს“ უწოდებს ბოლო პერიოდში პარტიაში დაპირისპირებას და აცხადებს, რომ ეს პროცესი „ძმათაშორის ომს“ დაემსგავსა.
ბასიშვილი, 2008-2012 წლებში მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2012-2013 წლებში იყო შიდა ქართლში პრეზიდენტ სააკაშვილის რწმუნებულის მოადგილე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის წარადგინა გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა ხმების დაახლოებით 28% მიიღო.
ნახეთ ასევე:
- „ჩხუბი მელიას დაცვასთან“, „მუქარა იარაღით“ და „პროვოკაციები“ – რა ხდება ენმ-ში
- უდროო, არასწორი აქცენტებია – ცისკარიშვილი კეზერაშვილის მელიასეულ კრიტიკაზე
- „ისრების გადატანა“ – ენმ-ის ლიდერების ნაწილი მელიას აკრიტიკებს კეზერაშვილზე ნათქვამის გამო
- რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკისგან, მით უკეთესი – მელია კეზერაშვილზე