ახალი ამბები

ლუკაშენკოს ვიზიტს მტკიცე რეაგირება სჭირდება — გახარია

28 სექტემბერი, 2022 • 920
ლუკაშენკოს ვიზიტს მტკიცე რეაგირება სჭირდება — გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია Twitter-ზე ეხმაურება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში.

„მე მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რასაც მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე რეაგირება სჭირდება. ჩვენ ყველანი მტკიცედ უნდა მივუდგეთ ასეთ დარღვევებს!“ — აცხადებს გახარია.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი