ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა შეეხებოდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში  და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას. „ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, — აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო … ვრცლად ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს