საზოგადოება

ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

28 სექტემბერი, 2022 •
ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა შეეხებოდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში  და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

„ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, — აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

რამდენიმე თვის წინ აფხაზეთში ლუკაშენკოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

ბჟანიამ ლუკაშენკოს წარმომადგენელი სოხუმში მიიღო

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი